Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უსაფრთხოების საბჭო სირიასთან დაკავშირებით განცხადებაზე ვერ შეთანხმდა


გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ოთხშაბათს ვერ მოახერხა განცხადების ტექსტის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაგმობილი იქნებოდა ის მკაცრი ზომები, რომლებიც სირიაში ოპოზიციონერთა მხარდასაჭერი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ასეთი ფორმულირების წინააღმდეგ რუსეთი, ჩინეთი და ლიბია გამოვიდნენ. როგორც ”ფრანს პრესი” იუწყება, რუსეთის წარმომადგენლის სიტყვებით, საგარეო ჩარევამ შესაძლებელია საქმე სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. ოთხშაბათსვე გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით ორასმა სირიელმა პოლიტიკოსმა დატოვა ქვეყნის მმართველი პარტია ”ბაასი”.
XS
SM
MD
LG