Accessibility links

logo-print

უკრაინაში ასამართლებენ ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ყოფილ მაღალჩინოსანს


უკრაინაში დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ოლექსი პუკაჩი, რომელიც 2009 წელს დააპატიმრეს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. ღონღაძე 2000 წელს მოიტაცეს, რის შემდეგაც კიევის მახლობლად იპოვეს მისი თავმოკვეთილი გვამი. უკრაინის შინაგან საქმეთა დაზვერვის დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს უკვე მიესაჯა პატიმრობა მკვლელობის შესრულებისათვის: მათთვის გამოტანილი განაჩენი 12-13 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მარტში კი დაიწყო გამოძიება ღონღაძის მკვლელობასთან ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას კავშირის დასადგენად.
XS
SM
MD
LG