Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომი: 2010 წელს მოგება 24 პროცენტით გაიზარდა


რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომის განცხადებით, მისი მოგება 2010 წელს წინა წელთან შედარებით 24 პროცენტით გაიზარდა და 35,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაზპრომი, რომელიც მსოფლიოში გაზის უდიდესი კომპანიაა, განმარტავს, რომ მეტი მოგება უკავშირდება გაყიდვების გაზრდას 130,7 მილიარდ დოლარამდე, ანუ 20 პროცენტით. როგორც განცხადებაშია ნათქვამია, გაზპრომისაგან მეტი ბუნებრივი აირი შეიძინეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა.
XS
SM
MD
LG