Accessibility links

logo-print

სირიაში 500-მდე გაიზარდა დამონსტრაციებზე დახოცილთა რიცხვი


სირიაში დაფუძნებულ უფლებადამცავ ორგანიზაცია „სავასიაჰის“ ცნობით, უშიშროების ძალებს, სულ ცოტა, 500 სამოქალაქო პირი ჰყავთ დახოცილი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, საპროტესტო აქციების დარბევისას. „სავასიაჰი“ აცხადებს აგრეთვე, რომ ათასობით სირიელია დაპატიმრებული, ბევრი კი დაკარგული ექვსი კვირის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც დაიწყო დემონსტრაციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასდის რეჟიმის წინააღმდეგ. უფლებადამცავი ორგანიზაცია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დადგენილი აქვს, სულ ცოტა, 500 მოკლულის ვინაობა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიმართოს ზომებს სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად. ოთხშაბათს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც სირიაზე იმსჯელეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ განცხადებაზე სირიაში დემონსტრაციების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის დასაგმობად.
XS
SM
MD
LG