Accessibility links

შვეიცარიაში შეიკრიბნენ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები


საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი ორგანიზაციის წევრობას თბილისის თანხმობის გარეშეც მიაღწევს, ”შანტაჟი და ბლეფი” უწოდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, თბილისის დელეგაცია შვეიცარიაში მოლაპარაკებისთვის არ ჩადის, რათა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება დაბლოკოს. ”ჩვენ იქ ჩავდივართ იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიის მხარესთან ერთად გამოვძებნოთ გამოსავალი იმ იურიდიული აბსურდიდან, რომელიც რუსეთმა შექმნა სულელური გადაწყვეტილებით 2008 წლის 26 აგვისტოს”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
XS
SM
MD
LG