Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოში აფეთქებამ 14 ადამიანი შეიწირა


მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 14 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად ქალაქ მარაკეშის ერთ-ერთ კაფეში, რომელშიც ბევრი ტურისტი დადის. დაიჭრა 20-მდე ადამიანი. სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დანაშაულებრივი ქმედების შედეგია და დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის უცხოელებიც არიან. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG