Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხრეთში ტორნადოებმა 250-მდე ადამიანი შეიწირა


შეერთებული შტატების სამხრეთში, სულ ცოტა, 246 ადამიანი დაიღუპა ათობით ტორნადოს შედეგად. ამ ძლიერი ატმოსფერული გრიგალების შედეგად მიწასთან არის გასწორებული სახლები და მაღაზიები. როგორც იუწყებიან, ექვს შტატს დაატყდა ბოლო 40 წლის მონაცემებით ყველაზე გამანადგურებელი ტორნადოები. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ალაბამა, სადაც 162 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხლის პროგნოზის ოკლაჰომაში განთავსებული ცენტრის ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით მან 137 ტორნადოს შესახებ მიიღო შეტყობინებები.
XS
SM
MD
LG