Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ლავროვს სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტებისთვის აკრიტიკებს


ევროკავშირმა დღეს გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში საქართველოსთან შეუთანხმებლად ჩასვლის გამო. გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ამბობს, რომ „ევროკავშირი ამ ვიზიტებს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან თავსებადად არ მიიჩნევს“. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში სერგეი ლავროვის ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგა.
XS
SM
MD
LG