Accessibility links

logo-print

„ამნესტი ინტერნეიშენალი“: საქართველომ უნდა განახორციელოს ევროპული სასამართლოს განაჩენი


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, "ამნესტი ინტერნეიშენალი" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ სამშაბათს გამოტანილი განაჩენი - რომ საქართველომ ვერ შესძლო ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე, რომელთანაც სამთავრობო პირებს ქონდათ კავშირი. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მსხვეპლის ოჯახისთვის 50,000 ევროს გადახდა დააკისრა - და მოთხრობილია, რომ 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიტაცეს და სიკვდილამდე სცემეს - თბილისის ერთ-ერთ კაფეში სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. „საქართველოს მთავრობამ დაყოვნების გარეშე უნდა განახორციელოს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ“ - აცხადებს "ამნესტი ინტერნეიშენალის" ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, ჯონ დალჰუიზენი. „ეს განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის დროული შეხსენებაა მათი ვალდებულებისა, შეწყდეს ოფიციალური პირების დაუსჯელობა. ამნესტი ინტერნეიშენალს რამდენჯერმე აქვს გამოთქმული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შესძლო მართლმსაჯულების წინაშე წარედგინა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები“ - დასძენს ის.
XS
SM
MD
LG