Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონზე დაქორწინდა


ბრიტანეთის პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონზე დაქორწინდა ლონდოში, უესტმინსტერის სააბატოში. პრინცი უილიამი 28 წლისაა და რიგით მეორე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის, თავისი მამის, პრინც ჩარლზის შემდეგ. ჯვრისწერის დიდებულ ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერები და მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრები, მათ შორის 50-მდე ქვეყნის ლიდერები, გავრცელებული ინფორმაციით, სულ 1900-მდე ადამიანი. პრინც უილიამს და მის 29 წლის მეუღლეს მიენიჭათ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგის ცოლის წოდებები. ლონდონის ქუჩებში 600 000-მდე ადამიანი შეიკრიბა ადამიანი შეიკრიბა ნეფე-დედოფლისა და ქორწილში მიწვეული სტუმრებისთვის თვალის მოსაკრავად. ტელეტრანსლაციას კი მილიონობით მაყურებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG