Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა პანეტას და პეტრეუსის კანდიდატურები დაასახელა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ლიონ პანეტას კანდიდატურა, მის შემცვლელად კი დაასახელა გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ამჟამად ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს. ობამამ განაცხადა აგრეთვე, რომ გამოცდილ დიპლომატ რაიან კროკერს წარადგენს ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩად. ყველა კანდიდატურას, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე დასანიშნად, შეერთებული შტატების სენატში დამტკიცება სჭირდება.
XS
SM
MD
LG