Accessibility links

logo-print

”ქართული პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ რუსეთს ერთი პირობა აქვს - ხარისხი და უსაფრთხოება”


რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების პერსპექტივის განსახილველად ”როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლები შეხვედრას აპირებენ რუსეთის ეროვნულ გაერთიანებათა კონგრესის პრეზიდენ ვლადიმერ ხომერიკთან და პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერთან კახა კუკავასთან - ამის შესახებ დღეს სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა. გენადი ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ მისი დავალებით შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ონიშჩენკოს თქმით, ქართული პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ რუსეთს მხოლოდ ერთი პირობა აქვს - ხარისხი და უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG