Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება


ჟენევაში, შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. თბილისსა და მოსკოვს შორის მარტში განახლებული მოლაპარაკების პირველი რაუნდისას მხარეებს რაიმე კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ. მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდის დასრულებას თბილისის დროით 19 საათისთვის ელიან.
XS
SM
MD
LG