Accessibility links

logo-print

ხელისუფლებას მოუწოდეს გირგვლიანის საქმის სრულყოფილად გამოძიებისკენ


სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეშნელმა” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ეს საქმე საბოლოოდ გამოიძიოს სრულყოფილად და მიუკერძოებლად. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილის ჯონ დალჰუისენის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის ვალდებულებას, დაასრულოს თანამდებობის პირთა დაუსჯელობა. დალჰუისენის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებათა სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, მართლმსაჯულებას გადასცეს.
XS
SM
MD
LG