Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს ორ პირს


ბელორუსიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ბელტას ცნობით, ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს ორ ეჭვმიტანილს მინსკის მეტროში 11 აპრილს მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით. აფეთქებამ 14 ადამიანი შეიწირა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ემუქრებათ 8 წლიდან პატიმრობა, ან შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი. აქამდე ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებენ, დაკავებული ჰყავდათ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG