Accessibility links

logo-print

პენტაგონის შეფასებით, ავღანეთის ომში საგრძნობი წინსვლაა მიღწეული


პენტაგონი დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა „საგრძნობ წინსვლას“ მიაღწიეს ავღანეთის ომში, რითაც შეიქმნა პირობები ზაფხულში ავღანეთის ჯარებისთვის ამ ქვეყნის შვიდ რეგიონზე კონტროლის გადასაბარებლად. პენტაგონი ნახევარ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს. დღევანდელი ანგარიში პირველია მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავღანეთში განთავსდა დამატებით 30 000 ამერიკელი ჯარისკაცი. ტექსტში აღნიშნულია, რომ ძალადობამ იმატა აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთში, სადაც ჯარისკაცები თალიბებსა და ალ-ყაიდის წევრებს ებრძვიან. დარჩენილ პრობლემებს შორის სახელდება პოლიტიკური პროცესის ნელი მიმდინარეობა ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG