Accessibility links

logo-print

სულ მცირე 40 ადამიანი დაიხოცა დემონსტრაციების დროს სირიაში


სირიელი უფლებადამცავების თანახმად, დღევანდელი საპროტესტო გამოსვლების დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიხოცა ამ ქვეყანაში.
სირიის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა აქციებში დემოკრატიზაციის მოთხოვნით და პროტესტს გამოთქვამდა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. არაერთი ადამინი მოკლეს უშიშროების ძალებმა ქალაქ დარააში. სამხედრო ოფიციალურ პირთა თქმით, „შეირაღებულმა ტერორისტებმა“ ოთხი სამხედრო დახოცეს. უფლედამცავების თქმით, კი ისინი სამთავრობო ჯარმა დახოცა, როცა დემონსტრანტებს იცავდნენ. დღევანდელი გამოსველები „რისხვის დღედ“ იწოდება და ისინი მეჩეთებში პარასკევის ლოცვის შემდეგ გაიმართა.
თურქეთის „ანატოლიის“ საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დღეს ამ ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა 200 მეტმა სირიელმა მოქალაქემ, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ.
სირიაში დაფუძნებული ერთ-ერთი უფლებადამცავი ორგანიზაციის შეფასებით, უშიშროების ძალებს 500-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დახოცილი დემონსტრაციების დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG