Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ უარყო კადაფის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


ნატომ დღეს უარყო ლიბიის ლიდერ მოამარ კადაფის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ თავდაპირველად კადაფის ჯარებმა უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო პირებზე თავდასხმა. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი ნატოს ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალიანსს სურს, კონკრეტული ქმედებები იხილოს. კადაფიმ დღეს, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას შესთავაზა ნატოს წევრებს ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკება. ამასთან, კადაფის თქმით, ის არ აპირებს გადადგომას და ლიბიელები შეძლებენ, თვითონვე მოაგვარონ თავიანი პრობლემები, თუ ბოლო მოეღება ნატოს საჰაერო დარტყმებს. მეამბოხეები, რომლებსაც ნატო უწევს მხარდაჭერას, თებერვლის შუა რიცხვებიდან ებრძვიან ხელისუფლებას, კადაფის 41-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მიზნით. ნატოს საჰაერო ძალები კადაფის ჯარებს უტევენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად. რეზოლუცია დაშვებულად აცხადებს მთავრობის პოზიციებზე იერიშებს, ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად.
XS
SM
MD
LG