Accessibility links

logo-print

სირიაში ძალადობამ 60-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


სირიის უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, უშიშროების ძალებმა 60-ზე მეტი ადამიანი დახოცეს პარასკევის დემონსტრაციებისას, რომელთა მონაწილეებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომას მოითხოვენ. უფლებადამცავ ორგანიზაცია „სავასიაჰის“ ინფორმაციით, მისთვის ცნობილია რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დერაასა და ლატაკიაში დახოცილი 62 ადამიანის ვინაობა. ხოლო სირიის ხელისუფლების ცნობით, პარასკევს უშიშროების ძალების ცხრა თანამშრომელი მოკლეს, ოფიციალური პირების თქმით, „ტერორისტულმა ჯგუფებმა“. სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, უშიშროების ძალებმა ქალაქ დარაასთან დააკავეს 156 ადამიანი. სისხლისღვრა მოხდა მას შემდეგ, რაც პარასკევს ლოცვის შემდეგ ათასობით სირიელი გავიდა საპროტესტო აქციებზე დემოკრატიზაციისა და პრეზიდენტ ასადის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG