Accessibility links

logo-print

ობამამ ალაბამის შტატი მოინახულა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა სამხრეთში მდებარე ალაბამის შტატი, სადაც 240-მდე ადამიანი დაიღუპა ტორნადოების, ანუ ძლიერი ატმოსფერული გრიგალების შედეგად. შეერთებულ შტატებში ბოლო დღეების ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი სულ 330-ს აღწევს. ობამა პარასკევს შეხვდა დაზარალებულებს ალაბამის ქალაქ ტუსკალუზაში, სადაც, სულ ცოტა, 45 ადამიანი დაიღუპა და მრავალი შენობა განადგურდა. პრეზიდენტმა ფედერალური მთავრობის დახმარება აღუთქვა ადგილობრივ მოსახლეობას. „ახლახან მოვიარეთ აქაურობა და უნდა ვთქვა, რომ არასოდეს მინახავს ასეთი მასშტაბის ნაგრევა. გული მოგიკვდება. გამოველაპარაკეთ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს, რომლებსაც გაუმართლათ და ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ მათ ყველაფერი დაკარგეს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ალაბამის შტატში ვიზიტისას. საქმე ეხება ტორნადოებით გამოწვეულ უმძიმეს სტიქიურ უბედურებას შეერთებულ შტატებში მას შემდეგ, რაც 1932 წლის მარტში ტორნადოებმა 332 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG