Accessibility links

logo-print

საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსების მე-20 წლისთავს აღნიშნავს


საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს დაარსების მე-20 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე წვრთნას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისათვის და პირობა დადო, რომ სახელმწიფო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს შეარაღებული ძალების მხარდაჭერას. პრეზიდენტის განცხადებით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მტერმა ვერ მოახდინა ქართული არმიის დემორალიზება.
XS
SM
MD
LG