Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აცხადებს, რომ დაიწყო საგაზაფხულო იერიში ავღანეთში


თალიბანმა დღეს გამოაცხადა, რომ დაიწყო საგაზაფხულო იერიში ავღანეთში და სამოქალაქო პირებს აფრთხილებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტებს, რომლებზეც შესაძლოა, თალიბების თავდასხმები განხორციელდეს. საინფორმაციო სააგენტოებისათვის გაგზავნილ განცხადებაში თალიბანი აღნიშნავს, რომ ოპერაციები მიმართული იქნება სამხედრო ცენტრების, თავშეყრის ადგილების, საჰაერო ბაზების, სამხედრო ბადრაგებისა და უცხოელი სამხედროების წინააღმდეგ ავღანეთის ყველა კუთხეში. თალიბანის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, მაღალი რანგის დასავლელმა სამხედრო პირებმა გამოთქვეს გაფრთხილება, რომ მომავალ კვირაში მოსალოდნელია ექსტრემისტების გააქტიურება.
XS
SM
MD
LG