Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა და ნატომ უარყვეს მუამარ კადაფის წინადადება


ლიბიელმა ოპოზიციონერებმა უარყვეს მუამარ კადაფის წინადადება მოლაპარაკების დაწყების შესახებ. დროებითმა ეროვნულმა საბჭომ, რომელიც მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქ ბენღაზიშია განთავსებული, განაცხადა, რომ კადაფის არ ერგება როლი ლიბიის მომავლის განსაზღვრაში. ლიბიელი მეამბოხეების ამ განცხადებამდე ნატომ უარყო მოამარ კადაფის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ თავდაპირველად კადაფის ჯარებმა უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო პირებზე თავდასხმა. კადაფიმ შაბათს, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას შესთავაზა ნატოს წევრებს ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკება. ამასთან, კადაფიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. ამასობაში ლიბიაში შეტაკებები გრძელდება - მეამბოხეების ცნობით, კადაფის ჯარებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ჯალოზე, რომელიც ბენღაზის სამხრეთით მდებარეობს და, სულ ცოტა, 10 ადამიანი დახოცეს. კადაფის რეჟიმი კი იმუქრება, რომ თავს დაესხმება ნებისმიერ გემს, რომელიც შევა მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ მისრატის ნავსადგურში. როგორც იუწყებიან, მისრატაზე, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთით მდებარეობს, ტანკებით მიაქვთ იერიში. მისრატის ნავსადგურს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ლიბიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG