Accessibility links

აშშ აკრიტიკებს ლავროვის ვიზიტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში


შეერთებულმა შტატებმა დღეს გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც საქართველოს სუვერენობასთან „შეუსაბამო“ ნაბიჯი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივან მარკ ტონერის განცხადებით „რუსეთის ბოლოდროინდელი ძალისხმევა, ოფიციალური, სახელმწფოთაშორისო ურთიერთობები დაამყაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან ... არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საქართველოს საზღვრებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს“. ტონერმა დასძინა ისიც, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 25-26 აპრილს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში ლავროვის ვიზიტი ევროკავშირსაც აქვს გაკრიტიკებული.
XS
SM
MD
LG