Accessibility links

logo-print

სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების განახლებას გეგმავენ


სირიაში გეგმავენ საპროტესტო აქციების განახლებას მას შემდეგ, რაც პარასკევს, ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ „რისხვის დღეს“, უშიშროების ძალებმა ათობით დემონსტრანტი დახოცეს, ხოლო შაბათს მთავრობის ჯარებმა ჭურვები დაუშინეს სამხრეთში მდებარე ქალაქ დარაას. ამ იერიშის შედეგად, როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ჯარისკაცებმა დაიკავეს დარაას ცენტრში მდებარე მეჩეთი. საპროტესტო აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომას მოითხოვენ, რის საპასუხოდაც რეჟიმი მკაცრ ზომებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ. უფლებადამცველების მონაცემებით, ძალადობის შედეგად უკვე ასობით ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG