Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობა და სტერეოტიპები


თბილისის მეეზოვე
თბილისის მეეზოვე
უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცია ისევ და ისევ გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია სო­ცი­ა­ლურ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას­თან. მოქ­მე­დებს სტე­რე­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ზღუ­დავს.

უც­ნა­უ­რია, რად­გან აგერ 2011 წე­ლია, ჩვენ­ში კი კვლავ ჰგო­ნი­ათ, რომ, მა­გა­ლი­თად, თბილი­სელ ქურ­თებს ყვე­ლა­ზე უკეთ ქუ­ჩის დაგ­ვა ეხერ­ხე­ბათ, სომ­ხებს კი სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა. ამ სტე­რე­ო­ტი­პის ნგრე­ვა ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა. და მით უფ­რო უც­ნა­უ­რია, რომ ზოგ­ჯერ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს შე­იძ­ლე­ბა თა­ვად ეს სტე­რე­ო­ტი­პიც კი გა­უხ­დეთ სა­ნატ­რე­ლი... ასე­თი აზ­რი გა­გიჩ­ნ­დე­ბო­დათ ამ ცო­ტა ხნის წინ, ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის ფონ­დ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რიშს მი­ეძღ­ვ­ნა.

ზუს­ტად ერ­თი წლის წინ წა­კითხულ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წლი­ურ ან­გა­რიშ­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო, რომ 2009 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­ში არ შე­მო­სუ­ლა არც ერ­თი გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის გა­მო. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­სულ წლებ­შიც მე­ტად მცი­რე იყო ამ­გ­ვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის არაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მოს­წორ­და მდგო­მა­რე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პა­სი­უ­რო­ბენ თა­ვად ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მრა­ვა­ლი წე­ლია ეს­მით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა მე­ტის­მე­ტად დე­ლი­კა­ტუ­რი და სა­ში­ში თე­მაა.

„რა თქმა უნ­და, ეს სა­ხი­ფა­თო თე­მაა, მაგ­რამ ხი­ფათს თუ გა­ვე­ქე­ცით, კი­დევ უფ­რო იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით და პრობ­ლე­მას ვერ გა­დავ­წყ­ვეტთ“, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აგიტ მირ­ზო­ე­ვი − ორ­გა­ნი­ზა­ცია „მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი უკ­ვე იცა­ვენ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ და­იც­ვან. ბი­ო­ლის ფონ­დ­ში დის­კუ­სია თით­ქ­მის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა პა­სუ­ხი გას­ცა ყვე­ლა კითხ­ვას, რო­მლებიც მის­მა ახალ­მა მოხ­სე­ნე­ბამ და­ბა­და. რო­ცა დარ­ბაზ­ში ად­გა შუა ხნის მა­მა­კა­ცი, ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და გა­ნაცხა­და:

„ეს თე­მა არის და­ხუ­რუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის ამის შე­სა­ხებ, რად­გან ით­ვ­ლე­ბა არა­პო­პუ­ლა­რულ თე­მად, აი ქალ­ბა­ტონ ასი­ას შვი­ლი ამუ­შა­ვეს 18 დღე, უფა­სოდ, გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან... მუ­შე­ბი, მძღო­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ყო­ველ­დღი­უ­რად, 10-12 სა­ა­თი“.

ბი­ო­ლის ფონ­დ­ში დი­დი ხა­ნია ასე­თი დი­სკუ­სი­ე­ბის მო­დე­რა­ტო­რი ვარ, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა სო­ლი­და­რო­ბის ასე­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქ პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლე. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­ი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი დის­კუ­სი­ა­ზე სწო­რედ ქალ­ბა­ტონ ასი­ას­თან ერ­თად იყო მო­სუ­ლი... აგ­ვიხ­ს­ნა, რის მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ ისი­ნი პრო­ტესტს:

„31 აგ­ვის­ტოს ამათ გა­აპ­რო­ტეს­ტეს ვა­კის პარ­კ­ში მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი, 3 სექ­ტემ­ბერს ისი­ნი და­ითხო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან... გა­მო­აგ­დეს ვა­კის პარ­კი­დან შე­ძა­ხი­ლით − „თქვე ქურ­თე­ბო, ნე­ტა იმ ქარ­თ­ველს, ვინც თქვენ გა­გაღ­ვი­ძათ და ხმა ამო­გა­ღე­ბი­ნათ“.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის­თ­ვის ეს ფაქ­ტი უცხო არ ყო­ფი­ლა, მისი თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­მა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის გა­მო პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა − გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა გაგ­ვახ­სე­ნა, რომ ესაა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შრო­მის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­სა­მარ­თ­ლომ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს.

ომ­ბუდ­ს­მენი შე­ეც­დე­ბა გა­არ­კ­ვი­ოს სი­ტუ­ა­ცია და და­ი­სა­ჯონ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეთ­ნი­კურ შუღლს აღ­ვი­ვე­ბენ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ ფაქ­ტ­ში ისაა, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტეს ამ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. თა­ნაც, საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა. კერ­ძოდ ქალ­ბა­ტონ­მა ასი­ამ გვი­ამ­ბო, რო­გორ და­იწყო ეს კონ­ფ­ლიქ­ტი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან:

„31 აგ­ვის­ტოს იყო ჩვე­ნი, ქურ­თე­ბის, მე­ე­ზო­ვე­ე­ბის ზე­ი­მი... გი­გი უგუ­ლა­ვა მო­ვი­და ჩვენ­თან, დაგ­ვ­პირ­და შვე­ბუ­ლე­ბას, დას­ვე­ნე­ბას... მაგ­რამ 4 წე­ლი არა­ნა­ი­რი შვე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, გვატყუ­ებ­და. მე-5 წე­ლი რომ და­იწყო ვა­კის პარ­კ­ში მი­ვე­დი და ვთქვი, ახ­ლა მო­ვა გი­გი უგუ­ლა­ვა და ვკითხავ, რა­ტომ არ გვაძ­ლევს შვე­ბუ­ლე­ბას... მომ­კი­დეს ხე­ლი, მითხ­რეს, შე ცხვა­რო, შე არა­და­მი­ა­ნო... თქვე ქურ­თე­ბოო... მაგ­რამ მე ვა­მა­ყობ, რომ ქურ­თი ვარ...”

რო­გორც ხე­დავთ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვის პრო­ცესს სო­ლი­და­რო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის დაც­ვის­თ­ვის ბრძო­ლა მოჰ­ყ­ვა... რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბამ თა­ვად ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში გა­იღ­ვი­ძა... და რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია − არა იმ­დე­ნად ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით, რო­ცა, და­ვუშ­ვათ, ქურ­თებ­მა, თუ იეზი­დებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს პრო­ტეს­ტი უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბის გა­მო, მათ გა­მო­ხა­ტეს პრო­ტეს­ტი, რო­გორც მშრო­მე­ლებ­მა, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რო­მელ­თა უფ­ლე­ბა და­ირ­ღ­ვა − მშრო­მე­ლის უფ­ლე­ბე­ბი, მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბი.

და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სი ერ­თია და ეთ­ნი­კუ­რი შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ აქვს ასე ვთქვათ „ყო­ფი­თი ხა­სი­ა­თი“ - და პირ­ველ რიგ­ში ენა­ში ვლინ­დე­ბა, იმა­ში, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­მარ­თონ ერ­თ­მა­ნეთს, ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რა­ში - ეს მე­ო­რე და უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც. ესაა სწო­რედ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით არ ის­ჯე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გა­გახ­სე­ნებთ, რომ იგი­ვე აგიტ მირ­ზო­ე­ვი, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია „სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე“ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რია.

თუმ­ცა რო­გორც აგიტ მირ­ზო­ე­ვი ამ­ბობს, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნომ ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა კა­ნონ­ში და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­დე­ბა. აგიტ მირ­ზო­ე­ვი­სათ­ვის, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი­სათ­ვის, სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მომ­წ­ვე­ვი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გა­ნათ­ლე­ბის უქონ­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ანუ მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოქ­მე­დებს სტე­რე­ო­ტი­პი ქურ­თე­ბი − მე­ე­ზო­ვე­ე­ბი არი­ან... ერ­თი შე­ხედ­ვით ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში სი­ძულ­ვი­ლის ენის ნიშ­ნე­ბი არ შე­იმ­ჩ­ნე­ვა, მაგ­რამ სტე­რე­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში შე­მო­საზღ­ვ­რულ აზრს გუ­ლის­ხ­მობს, რო­გორც წე­სი, გა­და­იზ­რ­დე­ბა სი­ძულ­ვილ­ში. ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა ასი­ამ და მის­მა ქარ­თ­ველ­მა მე­გო­ბარ­მა ბი­ო­ლის ფონ­დ­ში გვი­ამ­ბეს, ამ ყვე­ლა­ფერს ადას­ტუ­რებს. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახ­ლა 2011 წე­ლია... სხვა დროა, და არც, მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი მა­ი­სია დღე, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი მშრო­მელ­თა სო­ლი­და­რო­ბის ზე­იმ­ზე ძა­ლით გა­მოჰ­ყავ­დათ. ადა­მი­ან­თა სო­ლი­და­რო­ბის გრძნო­ბა ძნე­ლად, დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მძაფ­რ­დე­ბა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG