Accessibility links

logo-print

იაპონიის აღსადგენად გამოიყოფა 4 ტრილიონი იენი


იაპონიის პარლამენტმა სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად 4 ტრილიონი იენის (დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი) გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ფინანსური სახსრები მიმართული იქნება ნანგრევებისგან ტერიტორიის გათავისუფლებაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ევაკუირებული მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებლების მშენებლობაზე. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ. პოლიტიკური ოპონენტები ნაოტო კანის მთავრობას არასაკმარისი ოპერატიულობის გამო აკრიტიკებენ.
XS
SM
MD
LG