Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა ნიკოლაიშვილი


ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი
2 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი მოკლეს. მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები დღემდე საუბრობენ გამოძიების პროცესში დაშვებული არაერთი ხარვეზის შესახებ. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს.

”ყველა ის დასკვნა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამოქვეყნდა და რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სიტუაციას ეხება, შეიძლება მოვიაზროთ, როგორც პრესინგის წარმოება საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა იცვლება. წავიდა ის დრო, როდესაც ყველა მის ნაბიჯს ტაშით ხვდებოდნენ, პირიქით, ახლა ყველა ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას ან უნდა მიიღოს თამაშის ის წესები, რომლებსაც მას დასავლეთი და დემოკრატიული საზოგადოება სთავაზობს ან უნდა დაადგეს ე.წ. ”ლუკაშენკოზაციის” გზას, რაც ფაქტობრივად მისი დაღუპვის ტოლფასი იქნება”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.



XS
SM
MD
LG