Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეული ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებას. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის დღიდანვე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ანტიტერორისტულ პროცესებში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის გამო, საქართველოს ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG