Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის სიკვდილს მსოფლიო მიესალმა


მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერები მიესალმნენ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს. ამავე დროს, „პაკისტანის თალიბანმა“ ამ ქვეყნის და აშშ-ის მიმართ მუქარა გამოაქვა. მსოფლიოს ლიდერებმა ბინ ლადენის მოკვლის ფაქტი შეაფასეს, როგორც „სამართლიანობის გამარჯვება“, მაგრამ თქვეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ თალიბანმა მომხდარისგან უნდა ისწავლოს და ბრძოლა შეწყვიტოს. საუდის არაბეთმა, ბინ ლადენის სამშობლომ, გამოაცხადა, რომ მისი სიკვდილი „ტერორიზმის განადგურებისკენ ნაბიჯია“. „პაკისტანის თალიბანის" ლიდერმა, ეჰსანულა ეჰსანმა მუქარა გამოთქვა, რომ მოაწყობს თავდასხმებს პაკისტანის და აშშ-ის მთავრობის და არმიის ლიდერებზე. პალესტინელთა ისლამისტურმა ჯგუფმა, ჰამასმა, დაგმო ბინ ლადენის მოკვლა და მას „არაბი წმინდა მეომარი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG