Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ვასილ სანოძის დაჭრას ადასტურებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, სანოძეს საკუთარ ბინაში ტაბელური იარაღი გაუვარდა. საინფორმაციო სააგენტოები კი ავრცელებენ ცნობას, რომ, არაოფიციალური ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. ვასილ სანოძის სახელი საზოგადოებისათვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შედეგად გახდა ცნობილი. ბარში, საიდანაც ინციდენტი დაიწყო, მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
XS
SM
MD
LG