Accessibility links

logo-print

18-19 მაისს გაიმართება ჟენევის კონსულტაციების ახალი რაუნდი


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მადრიდში იმყოფება. სესიაზე გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა ხვალ იგეგმება. მადრიდში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიის, ირლანდიის, კვიპროსის და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 18-19 მაისს, ჟენევაში დაგეგმილი კონსულტაციის ახალ რაუნდში მონაწილეობისთვის, საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში კვირის ბოლოს გაემგზავრება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, რომელიც საქართველოში ამ ორგანიზაციის მანდატს შეეხება. ამასთან, ხვალ, ვენაში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც საქართველოში ეუთოს მისიის შემდგომი მუშაობის საკითხი განიხილება
XS
SM
MD
LG