Accessibility links

თბილისში ნატოს სწავლება გაიხსნა


თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ერთთვიან, ორეტაპიან წვრთნაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. საშტაბო სწავლების დასრულების შემდეგ, 21 მაისიდან დაიწყება საველე წვრთნა, რომლის მიზანი სამშვიდობო ოპერაციათა დეტალების დამუშავებაა.
ნატოს წვრთნის დეტალებზე დღეს დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა დევი ჭანკოტაძემ და ნატოს მხრიდან სწავლების მეთაურმა გაეტანო მირო ვალსმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი წლის წინ დაგეგმილი სწავლება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას გააიოლებს. წვრთნას მნიშვნელოვანი უწოდა გენერალმა გაეტანო მირო ვალსმა, რომლის განცხადებით, ნატოს პარტნიორი ქვეყნების მიზანი მშვიდობა და სტაბილურობაა.
XS
SM
MD
LG