Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ფლობდა ინფორმაციას მუხროვანის ამბოხებასთან რუსეთის კავშირის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ მუხროვანის ამბოხებასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელ ინფორმაციას ფლობდა. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ისიც უარყო, რომ შარშან აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში ქართველი სამხედროები თავს დაესხნენ რუს მშვიდობისდამცველებს. „საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის პროვოცირების არანაირი გეგმა არ გვქონია, რადგან თვითმკვლელები არასდროს ვყოფილვართ და არც ამჟამად ვართ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG