Accessibility links

logo-print

რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე ისრაელში ჩავიდა


რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ დღეს პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ისრაელში. ჰოლოკოსტის მემორიალთან, იერუსალიმში პაპმა თქვა, რომ ჰოლოკოსტის მსხვერპლის ტანჯვა არასოდეს უნდა იქნეს დავიწყებული, ან უარყოფილი, ან დაკნინებული. მანვე ანტისემიტიზმს მიუღებელი უწოდა. მანამდე პაპი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის მოწოდებით გამოვიდა. ვატიკანის მხრიდან ორი სახელმწიფოს გეგმის მხარდაჭერა წინააღმდეგობაში მოდის ისრაელის ახალი მთავრობის პოზიციასთან, რომელიც, ვაშინგტონის და სხვა მოკავშირეების ზეწოლის მიუხედავად, უარს ამბობს პალესტინელებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაპირდეს. ისრაელსა და ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე სტუმრობისას, რომის პაპი იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებს მოინახულებს. ის ებრაელების და მუსულმანების წმინდა ადგილებსაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG