Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში შეტაკებები გრძელდება


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რეჰმან მალიკის ცნობით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სვატის ხეობაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 700 ექსტრემისტი განადგურდა. კვირას, კომენტანტის საათის გაუქმების შედეგად სვატის ხეობა ათი ათასობით ადამიანმა დატოვა. დღეს გაერომ განაცხადა, რომ 2 მაისის შემდეგ 360,000 ადამიანი დარეგისტრირდა ლტოლვილის სტატუსით. მთავრობამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო - მას შემდეგ, რაც თალიბანმა თავისი გავლენის სფეროს გაფართოება სვატის ხეობის გარეთაც სცადა.
XS
SM
MD
LG