Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: "შევთანხმდით, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს"


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრებზე მან ოპოზიციას შესთავაზა თანამშრომლობა საკონსტიტუციო კომისიაში, ერთობლივი მუშაობა საარჩევნო კოდექსზე და სასამართლო რეფორმაზე, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებაში. პრეზიდენტის შეფასებით, კარგია რომ შეხვედრა შედგა, და მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციასთან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
XS
SM
MD
LG