Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა


სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, 26 მაისს სამხედრო აღლუმზე უარი თქვას და მისთვის გამიზნული თანხა ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს გადასცეს. მიმართვის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სამხედრო აღლუმი, რომელიც ზოგადად, არადემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაა, არ უნდა ჩატარდეს, რადგან აგვისტოს ომიდან ერთი წელიც არ გასულა, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და რეალური გარე საფრთხეები არსებობს, ქვეყანაში კი - მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, შიდა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც სამხედრო აღლუმმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს.
XS
SM
MD
LG