Accessibility links

ავღანეთში სულ ცოტა 6 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელთა თავდასხმებს


დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში სულ ცოტა 6 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელთა თავდასხმებს. თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც იტყობინებიან, ქალაქ ხოსტში ოთხმა თვითმკვლელმა განახორციელა იერიში მუნიციპალიტეტის შენობისა და გუბერნატორის ოფისის წინააღმდეგ. მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, მოახერხეს თუ არა მათ შენობების შიგნით შეღწევა. ქალაქის საავადმყოფოს ექიმმა ჰამიდ ფადშაჰმა თქვა, რომ ექვს დაღუპულთა შორის არიან ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და რომ მსხვერპლის რიცხვი, როგორც ჩანს, გაიზრდება. ხოსტი პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.
XS
SM
MD
LG