Accessibility links

პაპმა იერუსალიმში ქრისტიანული, მუსულმანური და ებრაული წმინდა ადგილები მოიხილა


პაპმა ბენედიქტე XVI-მ იერუსალიმში ქრისტიანული, მუსულმანური და ებრაული წმინდა ადგილები მოიხილა. პონტიფექსი შეხვდა იერუსალიმის მთავარ მუფტის და მორწმუნეებს მოუწოდა, დაძლიონ წარსულის კონფლიქტები და ერთმანეთთან გულწრფელ დიალოგში შევიდნენ. მოგვიანებით მან ილოცა გოდების კედელთან, სოლომონის ტაძრის განგრევებთან, და შეხვდა ისრაელის ორ მთავარ რაბინს. იქ, სადაც გადმოცემით იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა გამართა, პაპმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების გადარჩენას "სასიცოცხლო მნიშვნელობა" აქვს საზოგადოების სიკეთისთვის.
XS
SM
MD
LG