Accessibility links

საერთაშორისო უფლებადამცველი ქართველ ძალოვან მინისტრებს მიმართავს


ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს წერილობით მიმართა და ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების გახშირების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ვეყრდნობით რა ომბუდსმენის სამსახურის, საზოგადოებრივი უფლებადაცვითი არასამთავრობო კოალიციის მონაცემებს და Human Rights Watch-ის მრავალ ინტერვიუს დაზარალებულებთან, შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ თავდასხმები, როგორც ჩანს, შეკრებების თავისუფლების წინააღმდეგ და დემონსტრანტების დაშინებისთის მიმართულ ძალისხმევას წარმოადგენს“ - წერს ჰოლი კარტნერი.

Human Rights Watch მინისტრებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ ჩაატარონ სრულფასოვანი გამოძიება მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG