Accessibility links

logo-print

ოპოზიცია 26 მაისს სამოქალაქო აღლუმს ჩაატარებს


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხალხი ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბება და სამოქალაქო აღლუმს ჩაატარებს რუსთაველის პროსპექტზე. გაჩეჩილაძის თქმით, სტადიონზე 100 ათას კაცს ელოდებიან.

ლევან გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ საკნები თბილისში 26 მაისამდე დარჩება, სამოქალაქო აღლუმის დროს კი მათგვერდზე გაწევენ.

„რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა მიტინგზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას არ სურს რომ ქართულმა ჯარმა აღლუმი ჩააბაროს პრეზიდენტ სააკაშვილს, „რომელიც გორიდან გამორბოდა“. 26 მაისს ქალაქის მთავარ გამზირზე ქართველი ხალხი იზეიმებს - აღნიშნა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG