Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხროვანის ინციდენტის გამო დაკავებული რამდენიმე ადამიანი ნაცემია


მუხროვანის ინციდენტის გამო დაკავებულ რამდენიმე ადამიანთან ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ხუთ პირს ცემის და წამების შედეგად სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. სოზარ სუბარის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ამჟამად ძებნილი კობა ოთანაძის ძმა, ნუგზარ ოთანაძე. თავის მხრივ, შსს-მ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა ნუგზარ ოთანაძემ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა, რის შედეგადაც სხეულის მცირე ტრავმა მიიღო. მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის შსს-მ დაწესებული ჯილდო 50 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაზარდა. ამავე ინციდენტის გამო ძებნილი გია კრიალაშვილისა და ლევან ამირიძის შესახებ ინფორმაციისთვის კი - სამინისტრო მოქალაქეებს კვლავ 50 ათას ლარს სთავაზობს და ანონიმურობის დაცვას ჰპირდება
XS
SM
MD
LG