Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჯარის საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს


აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში ზამთრის სწავლების შემდეგ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის გეგმური ორკვირიანი შემოწმება იწყება. სააგენტო ”აფსნიპრესი” დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდენ დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს ოფიცრების შემოწმება, მათ შორის ფიზიკური მომზადების შემოწმება მოხდება. 18 მაისიდან შემოწმება განხორციელდება სამხედრო ნაწილებში. 29 მაისს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში შედეგებს შეაჯამებენ.
XS
SM
MD
LG