Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი ეუთოს გუშინდელ სხდომას ეხმაურება


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ იან კელის ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის მუშაობის გაგრძელების პერსპექტივაზეც ჰკითხეს. იან კელის პასუხი: ”ჩვენი პოლიტიკა საქართველოში ეუთოს მისიასთან მიმართებით ნათელია. ვფიქრობთ, ეუთოს მეთვალყურეებს უნდა ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთში შესვლის სრული უფლება. მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს სარკოზისა და მედვედევსნ შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ საქმის კურსში ვართ და ვთვლით, რომ რუსეთმა ნება უნდა დართოს ეუთოს მეთვალყურეებს ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთსა და მოსაზღვრე ტერიტორიაზე შესვლის უფლება”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და დასძენს: ”ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიზანია სამხრეთი კავკასია იყოს მშვიდობიანი და სტაბილური. ვფიქრობთ, ეს მიღწეული უნდა იყოს სრული გამჭვირვალობით. რასაკვირველია, ეუთოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი ამ გამჭვირვალობის მიღწევაში”.
შეგახსენებთ, გუშინ ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე რუსეთმა კიდევ ერთხელ თქვა უარი ეუთოს მისიის საქართველოში მუშაობაზე.
XS
SM
MD
LG