Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ განაახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პიკეტირება


საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პიკეტირება და ე.წ. სირცხვილის დერეფანი განაახლა. ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერთა კონსულტაცია, რომლის შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ დღეიდან კოსტავას გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგება. ამ გადაწყვეტილების ინიციატორის, „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერთა განმარტებით, კოსტავას გამზირის ბლოკირება პრობლემებს რიგით მოქალაქეებს უქმნის და არა ხელისუფლებას. ამასთან, პიკეტი კვლავ გაგრძელდება თავად საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომლის პირველ არხს ოპოზიცია მოვლენათა არაობიექტურად გაშუქებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG