Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტს განაგრძობს აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დელეგაცია


თბილისში ვიზიტს განაგრძობს აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დელეგაცია, რომლის წევრები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოში შექმნილი სიტუაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედებები გააცნო. საქართველოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს საბჭოს დელეგაციამ და თავდაცვის მინისტრმა. დავით სიხარულიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების ახალ ხედვაზე, რომლის ყველა კომპონენტის გაძლიერებისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობასა და ნატოსთან თანამშრომლობა
XS
SM
MD
LG