Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხრეთის დერეფნის პროექტს კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს


რუსეთის საგარეო უწყების პერს-მდივანმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს “კონტრპროდუქტიული” და “კომერციული თვალსაზრისით საეჭვო” უწოდა ევროკავშირის გეგმას “სამხრეთის დერეფნის” შესახებ. ევროკავშირის ამ პროექტით გამიზნულია ახალი ენერგორესურსების მიზიდვა კასპიის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. პროექტში, რომელიც პრაღაში 8 მაისის სამიტზე წარმოადგინეს, არაფერია ნათქვამი რუსეთზე. "სამხრეთის დერეფნის" სამიტში საქართველოც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG