Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი შეშფოთებულია ბირმელი ოპოზიციონერისთვის ბრალდების წაყენებით


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ბირმის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს, ანგ სან სუ ჩის უყენებენ ბრალდებას შიდა პატიმრობის პირობების დარღვევის გამო. დღესვე ამის თაობაზე, შეშფოთება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გამოთქვა. 63 წლის ანგ სან სუ ჩი, რომელიც ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი, დღეს ციხეში წაიყვანეს შინიდან, სადაც მრავალი წელია პატიმრობაში იმყოფება. სუ ჩის შიდა პატიმრობასთან დაკავშირებული პირობების დარღვევის ბრალდებას უყენებენ მას შემდეგ, რაც მის სახლში ამ ერთი კვირის წინ შეიპარა აშშ-ის მოქალაქე. ამერიკელი დაპატიმრებულია, მისი მოტივი კი ჯერ-ჯერობით უცნობი.
XS
SM
MD
LG