Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ამერიკელი ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეაში სასამართლოს წინაშე წარდგება


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის მოუწოდებს ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ორი ამერიკელი ჟურნალისტი. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ორი ამერიკელი ჟურნალისტი, დაკავებული ორი თვის წინ ჩინეთთან საზღვრის მახლობლად, 4 ივნისს წარდგება სასამართლოს წინაშე. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოს სხვა დეტალები არ დაუზუსტებია, მათ შორის არც ორი ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალდებები. ჩრდილოეთ კორეის მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ლორა ლინი და ეუნა ლი ბრალდებული არიან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და “მტრულ მოქმედებაში”. ფხენიანს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება “მტრული მოქმედებით”.
XS
SM
MD
LG